იანვარ-თებერვალში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმიდნარე წლის 1-ელ ორ თვეში 67.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2018 წლის იანვარ-თებერვალში ეს მაჩვენებელი - 71.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, წლიურად მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 5.7%-ით არის შემცირებული.
რაც შეეხება ექსპორტს, 2019 წლის საანგარიშო პერიოდში მსუბუქი ავტომობილები უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ათეულში მეორე პოციზიას იკავებდა. კერძოდ, იანვარ-თებერვალში ექსპორტმა - 56.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2018 წლის იანვარ-თებერვალში კი 38 მლნ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, ექსპორტი 1 წლის განმავლობაში 47.8%-ით არის გაზრდილი.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 739.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.6 პროცენტით აღემატება. აქედან ექსპორტი 505 მლნ აშშ დოლარს (13.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 234.8 მლნ აშშ დოლარს (0.1 პროცენტით მეტი) შეადგენს.