მთავრობის შიგნითაც და პარლამენტის თავმჯდომარეც არ იყო თანახმა ამ კანონპროექტის მხარდაჭერის. მცდელობაც იყო, ლევანს უკან გაეტანა ეს ინიციატივა, უარი ეთქვა კენჭისყრაზე, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ეს განცხადება ბესელიამ ტელეწამყვანის კითხვაზე, თუ ვინ ლობირებს აღნიშნულ ბიზნესს, საპასუხოდ გააკეთა.
„აი, ვინც არ მისცა ხმა. ალბათ, დიდი ნაწილი. ყოველ შემთხვევაში, მთავრობის შიგნითაც და პარლამენტის თავმჯდომარეც არ იყო თანახმა ამ კანონპროექტის მხარდაჭერის. მცდელობაც იყო, ლევანს უკან გაეტანა ეს ინიციატივა, უარი ეთქვა კენჭისყრაზე“, - განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, აშკარად, ინტერესთა ლობირება მოხდა იმ კომპანიებისა და ჯგუფებისა, რომელთაც ეს ბიზნესი აქვთ.
„მათ ბუნებრივია, პარლამენტში თავისი ლობისტები ჰყავთ“, - განაცხადა ბესელიამ.
პარლამენტმა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა, ჩააგდო.
2 თვეზე მეტია, რაც აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი კენჭსაყრელ საკითხთა დღის წესრიგშია და მას პირველი მოსმენით დღეს უყარეს კენჭი. საკანონმდებლო ინიციატივას მხოლოდ 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.