კომპანია Amazon აპირებს დედამიწის დაბალ ორბიტაზე გაუშვას 3,236 სატელიტი, რომლებიც იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტი ამ დრომდე მიუღწეველია ხელმისაწვდომი გახადოს. ეს არის პროექტი სახელწოდებით Project Kuiper, რომელსაც კომპანია რამდენიმე მცირე კომპანიასთან ერთობლივად განახორციელებს.
Amazon ამ დროისთვის ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც ინტერნეტის გლობალურად ხელმისაწვდომობის ფერხულშია ჩაბმული. როგორც ცნობილია, SpaceX-ს აქვს გეგმა ორბიტაზე 12,000 სატელიტის გაგზავნის, პროექტისთვის Starlink, მეორე კომპანია OneWeb-ს კი სურს 650 სატელიტის გაშვება, ამავეს ფიქრობს Facebook-იც.
სხვა სატელიტური ინტერნეტ პროექტებისგან განსხვავებით, Amazon-ის პროექტი სატელიტების დაბალ ორბიტაზე გაგზავნას ითვალსიწინებს, რომელიც უფრო იაფი დაჯდება. Project Kuiper-ის თანახმად, სატელიტები რამდენიმე სხვადასხვა სიმაღლეზე განთავსდება - 784 სატილიტი 367 მილის, 1,296 სატელიტი 379 მილისა და 1,156 სატელიტი 391 მილის სიმაღლეზე განლაგდება. ეს კი კომპანიას საშაულებას მისცემს ამ გზით დედამიწის დაახლოებით 95% დაფაროს.
კომპანიაში აცახდებენ, რომ ეს არის გრძელვადიანი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ინტერნეტის ხელმისაწვდომობას იმ ათეულობით მილიონი ადამიანისთვის, რომლებსაც ამაზე ამ დრომდე ხელი არ მიუწვდებათ.