კომპანია „ყაზტრანსგაზი“ თბილისი, დიღმის მასივში, მე-4 კვარტლის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის აალების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტების განმარტებით, დიღის მასივში, მე-4 კვარტალის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვების და მომხდარი აალების მიზეზი, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და შესაბამისი საგამოძებო მოქმედებები.
მეზობლების ინფორმაციით , ბინა, სადაც აალება მოხდა ქირავდებოდა და ამ დროისთვის დაკეტილი იყო. წინასწარი ინფორმაციით, დამქირავებლებმა საცხობრებელი ფართი გუშინ დატოვეს.
„ყატრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას არ დატოვონ გაზდანადგარები უყურადღებოდ. გაუფრთხილდით თქვენი და მეზობელების სიცოცხლეს!