შს სამინისტრომ 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა.
უწყების ოფიციალური მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტები 216.22%-ით არის გაზრდილი.
კერძოდ, სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ ორ თვეში ამ ტიპის დანაშაულის 117 ფაქტი დარეგისტრირდა და აქედან, მხოლოდ ერთი შემთხვევა გაიხსნა. 2018 წლის იანვარ-თებერვალში კი ეს რიცხვი 37 იყო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გასული წლის აღნიშნულ პერიოდში არცერთი ფაქტი არ გახსნილა.
აღნიშნულ დანაშაულს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე-245-ე მუხლები მოიცავს. უფრო კონკრეტულად ეს მუხლები გულისხმობს: სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის, ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების, ატომური ენერგეტიკის ობიექტზე უსაფრთხოების წესის, აფეთქება საშიშ საწარმოში ან საამქროში უსაფრთხოების წესის, სახანძრო უსაფრთხოების წესის, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაკეთობის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის, გამოყენების ან გადაგზავნის წესისა და ბირთვული მასალის, რადიაქტიური ნარჩენის, რადიაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროსადმი მოპყრობის წესის დარღვევას.