ევროკავშირმა პუტინის გარემოცვის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები შემოიღო

ევროკავშირმა ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები შემოიღო.

უცხოური მედიის ინფორმაციით, სანქციები შეეხოთ: რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროს ალექსანდრ ბორტნიკოვს, საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელ მიხეილ ფრადკოვს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევს, ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევს, სახელმწიფო სათათბიროს ყოფილ სპიკერ ბორის გრიზლოვს და კრასნოდარის გუბერნატორს ალექსანდრ ტკაჩოვს.

ევროკავშირის ახალ სიაში სულ 15 ფიზიკური პირი, 9 კომპანია და ამდენივე ორგანიზაცია მოხვდა.