ცენტრალურ ლონდონში დაბალი ემისიების ზონები მოეწყობა. ძველი და ამავდროულად, ჰაერის დამაბინძურებელი ავტომობილების მფლობელებს აღნიშნულ ზონაში შესასვლელად დღის ნებისმიერ მონაკვეთში გადასახადის გადახდა მოუწევს.
ლონდონის სატრანსპორტო კომპანია იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი დედაქალაქში განსაკუთრებით დამაბინძურებელი ძველი ავტომობილების რაოდენობას შეამცირებს. კომპანიის შეფასებით, ცვლილება ყოველდღიურად ლონდონში მოძრავ დაახლოებით 40 ათას ავტომობილს შეეხება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქის დაბინძურებულ ჰაერთან გამკლავების გზაზე პროგრესს ვაღწევთ“,- განაცხადა ლონდონის მერმა სადიქ ხანმა.
ინიციატივა ეკოლოგიური პირობების გაუმჯოსბესებისკენ მიმართულმა სხვადასხვა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაცებმაც მოიწონეს.
ცვლილების თანახმად, ლონდონში მოძრავი ის ავტომობილები, რომლებიც მოთხოვნებს არ შეესაბამება, დაბალი ემისიების ზონაში შესვლისას 12,50 ფუნტ სტერლინგს გადაიხდის, აღნიშნულ ზონაზე დაწესებული გადასახადის პარალელურად, რომელსაც ნებისმიერი ავტომობილი ემორჩილება და ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილი 7 საათიდან საღამოს 6 საათამდე ზონაში შესავლელად ყოველდღიურად 11,50 ფუნტ სტერლინგს იხდის.
ცნობილია იმ ავტოტრანსპორტის სახეობებიც, რომლებიც სავარაუდოდ, მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ. ესენია:
ყველა ის ადამიანი, რომელიც სპეციალურად დაწესებულ გადასახადს არ გადაიხდის, 160 ფუნტი სტერლინგით დაჯარიმდება, თუმცა პირველი დარღვევა შესაძლოა, მხოლოდ გამაფრთხილებელი წერილით შემოიფარგლოს.
ლონდონის ტრანსპორტის კომპანიის წარმომადგენლების გამოთვლებით, თავდაპირველი სქემის შედეგად, გზებზე ტოქსიკური ემისიები ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 45%-ით უნდა შემცირდეს.
მოამზადა სალომე აბულაშვილმა