2019 წლის 19 მარტს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 4.3 %-ით გაიზარდა

2019 წლის 19 მარტს საქართველოში ტურისტების რაოდენობა 4.3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას G&T-ი აქვეყნებს.

G&T-ი აპრილში ტურისტების 5.1% - მდე ზრდას პროგნოზირებს. ასევე გაიზარდა საერთაშორისო ტურისტების რაოდენობაც, რომელმაც 4.6% შეადგინა.

G&T-ის ინფორმაციით, ვიზიტორთა ზრდის მთავარი წყარო ისრაელია, საიდანაც წინა წელთან შედარებით 73%-ით მეტი ტურისტი ჩამოვიდა. მას მოსდევს რუსეთი 32.2%-ით, და ყაზახეთი - 50.1%.

რაც შეეხება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, აღნიშნულ პერიოდში 25.9%-ით მეტი ვიზიტი განხორციელდა.

კვლევის მიხედვით, 2019 წლის მარტში 64.7%-ით ნაკლები ტურისტი ჩამოვიდა ირანიდან, ხოლო თურქეთიდან -7.2%-ია.

ლიკა ამირაშვილი