გიორგი ქობულია -  ბუნებრივი აირით მომარაგების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კომპლექსური პროგრამა მზადდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, ბუნებრივი აირით მომარაგების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კომპლექსური პროგრამა მზადდება.

„მზადდება კომპლექსური პროგრამა, რომელიც ბევრ ელემენტს მოიცავს. ეს არის თვითონ ლიცენზირება, ვთქვათ, ქსელებისა და აპარატურის დაყენება ბინებსა და შენობებში. ლაპარაკია იმაზე, როგორ ვასრულებთ დამყენებლების, თვითონ აპარატურის სერტიფიცირებას. აგრეთვე ლაპარაკია, როგორ ვასრულებთ დეტექტორების დაყენების აუცილებლობას. მრავალი ელემენტია. მუშაობა ჯერჯერობით მიმდინარეობს. მომავალში გვეცოდინება შედეგები და შემოვიტანთ ამ რეგულირებას“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.