2019 წელს ბაღის მარწყვის სეზონი რეკორდულად დაბალი ფასებით იწყება. როგორც East fruit-ის ექსპერტების მიერ ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი, ევროპის სამხრეთ რეგიონებში ბაღის მარწყვის სეზონი უკვე დაიწყო და დაბალი ფასების თვალსაზრისით, ყველა რეკორდი მოხსნა. ამის გამო უკმაყოფილებას უკრაინელი ფერმერები გამოთქვამენ, რადგან ისინი პროდუქტის ასაღებად ჯერ მხოლოდ ახლა ემზადებიან.
იმის გამო, რომ მარწყვის სეზონი ტრადიციულზე ადრე დაიწყო, უკმაყოფილოები არიან ვაშლის მწარმოებლებიც, რადგან ეს ორი პროდუქტი ბაზარზე ერთმანეთს ანაცვლებს. შესაბამისად, მარწყვის ნაადრევი გამოჩენა, ვაშლზე მოთხოვნას ამცირებს.
east fruit-ის ექსპერტების შეფასებით, 2019 წლის 7 მარტის მდგომარეობით, ფასების დაბალი ტენდენციებია უკრაინაში, საქართველოში, ტაჯიკეთსა და რუსეთში. ამასთან, პროდუქტის ფასი კლებულობს პოლონეთშიც, სადაც ამ დროისთვის მარწყვის ღირებულება 1,44 დოლარს შეადგენს. ეს კი, უკრაინის ბაზარზე ფასების კიდევ უფრო დაცემის პერსპექტივას ქმნის.
„როგორც წესი, მარწყვის სეზონი უკრაინაში იწყება მაისის მეორე ნახევარში, თუმცა ევროპის ბაზარზე არსებული ვითარების პირობებში, პროდუქტი დაბალ ფასად აპრილში უკვე ხელმისაწვდომია. აღნიშნული მდგომარეობა, შიდა მოხმარების ზრდას გამოიწვევს, თუმცა უარყოფითად იმოქმედებს პროდუქტის მწარმოებლებზე და ზოგადად, მარწყვის მომგებიანობზე“,- განაცხადა საერთაშორისო ხილისა და ბოსტნეულის პლატფორმის ანალიტოკოსმა სემენ კარამარენკომ.
აღსანიშნავია, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქვეყნებშიც კი, ისეთში როგორიცაა მაროკო და ალბანეთი, მარწყვის ფასი 0.60 დოლარს არ აღემატება. იგივე ფასებია ესპანეთში და საბერძნეთში, სადაც პროდუქტის ხარისხობრივი მაჩვენებლი რჩება მაღალი, ფასი კი ეცემა.
ბაზრის ექსპრეტებისთვის საინტერესო კითხვად რჩება, უკრაინაში მარწვის ფასი გაუტოლდება თუ არა პოლონეთში არსებულ ფასს. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ჯერჯერობით უკრაინაში პროდუქტის საბითუმო ღირებულება სამჯერ აღემატება პოლონეთისას. თუმცა უკრაინის სამხრეთით არსებული სათბურების მარწყვი დაახლოებით, 1 კვირაში გამოჩნდება და ფერმერები უკვე შეშფოთებული არიან ბაზარზე არსებული ფასების ტენდენციით. გასულ წელს, აპრილის შუა რიცხვებში მარწყვი 10 დოლარი ღირდა, წელს კი ფაქტობრივად, არ არსებობს იმის შანსი, რომ ამ ნიშნულს გაუტოლდეს.
თუმცა, ექსპრეტები იმასაც აღნიშნავენ, რომ იმ პერიოდისთვის ევროკავშირისთვის ფასები შეიძლება მცირედით გაიზარდოს, რადგან ევროპის ქვეყნებში მარწვის სეზონი უკვე დასრულებული იქნება.