ჩინეთი ბიტკოინის მაინინგის აკრძალვას გეგმავს

ჩინეთის სახელმწიფო გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ბიტკოინის მაინინგი უნდა აიკრძალოს. ინდუსტრიული აქტივობების სამუშაო გეგმის თანახმად, ისინი ჯერ აპირებენ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას, თუ რომელი ინდუსტრიის მიმართულებები უნდა წახალისდეს ან აიკრძალოს ქვეყნის მასშტაბით.

სამუშაო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ციფრული ვალუტების მაინინგი ქვეყნის მასშტაბით 450 აქტივობას ითვლის და უნდა მოხდეს მათი შეჩერება, ვინაიდან ისინი არც კანონდებლობასთან მოდიან შესაბამისობაში და არც სხვა ტიპის რეგულაციებთან. ამასთან, არის საფრთხის შემცველი და გარემოსთვის ზიანის მომტანი.

ამ გეგმაში არ წერია კონკრეტულად როგორ ან როდიდან აიკრძალება ქვეყანაში ბიტკოინის მაინინგი, თუმცა აღნიშნულია, რომ ის რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს.

აღსანიშნავია, რომ ციფრული ვალუტების სექტორი ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული წნეხის ქვეშ 2017 წლიდან მოექცა, რა დროიდანაც დაიწყო ვაჭრობა. ამასთან, ჩინეთმა შეზღუდა მაინინგის პროცესებიც. არადა, სწორედ ჩინეთში მდებარეობს მსოფლიოს უმსხვილესი მაინინგის ე.წ. ფერმა და ამ ქვეყანაში იწარმოება ყველაზე მეტი ბიტკოინი.

კოკა კვირკველია