მსოფლიოში ყველაზე დიდი ტაქსის კომპანია არის Uber, თუმცა ის არ ფლობს არც ერთ მანქანას.
მსოფლიოში ყველაზე დიდი საცალო გამყიდველი არის Alibaba, თუმცა ის არ ფლობს გასაყიდ ნივთებს. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური მედია კომპანია არის Facebook, თუმცა ის არ ქმნის არანაირ კონტენტს და ნიუსს. მსოფლიოში ყველაზე დიდი ბინების გაქირავების სერვისის მიმწოდებელია Airbnb, თუმცა ის არ ფლობს არანაირ უძრავ ქონებას. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ გარშემო ისეთი ცვლილებები ხდება, რაც ბიზნესმენებმა წარმატების მისაღწევად აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.
კიდევ ერთი დამაფიქრებელი ინფორმაცია მეწარმეებისთვის: ბოლო 2 წელია, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების ტოპ-4 არ იცვლება - ესენია Google, Microsoft, Amazon და Apple. ეს ოთხი კომპანია, ერთმანეთს პირველობისთვის მუდმივად ეჯიბრება. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიას ნავთობ-მომპოვებელი, ავტო-მწარმოებელი ან ფინანსურ სექტორში მომუშავე ორგანიზაცია წარმოადგენდა.
რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ ამ შემთხვევებისგან?
ფაქტია, რომ დღეს, ყველაფერი გაციფრულებისკენ მიდის, წარმატებას აღწევენ ის კომპანიები, რომლებიც თავად არიან ციფრული ტექნოლოგიების მომწოდებლები, ან ის კომპანიები, რომლებიც მაქსიმალურად ეფექტურად ნერგავენ და იყენებენ ციფრულ გადაწყვეტილებებს ბიზნესის წარმოებისას.
ამის პარალელურად, ქართული ბიზნესი მსოფლიო ტენდენციებს ფეხს აქტიურად თითქოს ვერ უწყობს. ადგილობრივი მეწარმისთვის გაცილებით უფრო კომფორტულია, დიდი ავეჯის მაღაზიის აშენებასა და მის შევსებაში ან სხვადასხვა ფართის შეძენაში (მისი შემდგომი გაქირავების მიზნით), თუნდაც მაღაზიათა ქსელისთვის კიდევ ერთი ფიზიკური ფილიალის დამატებაში რამდენიმე მილიონი ჩადოს, პარალელურად კი ტექნოლოგიებსა და ბიზნესის გაციფრულებაში 10-ჯერ და 100-ჯერ ნაკლები ინვესტიციის განხორციელება ჯერ კიდევ უჭირს.
მიუხედავად ამისა, დადებითი ცვლილებებიც შეიმჩნევა, მოქმედი მეწარმეების უმრავლესობა თანხმდება, რომ მომხმარებელს აუცილებლად უნდა შესთავაზონ საკუთარი სერვისი და პროდუქტი ონლაინ სივრცეში და უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმასაც გეგმავენ. არიან ისეთი მეწარმეებიც, ვინც თავისი ბიზნეს მოდელის მთლიანად გაციფრულებას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ უკვე არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ქართულ კომპანიებს მათთვის შესაბამის გადაწყვეტილებებს სთავაზობენ (მაგალითისთვის იხილეთ http://webdev.ge/) და არსებობს წარმატებული კომპანიების პრეცედენტებიც, რომლებმაც ტრადიციული ბიზნესი ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით აქტიურად „შეავიწროვეს“.
ელექტრონული კომერციის მიმართულებით თამაშის წესებს ცვლის B2C.ge. დროში გაწელილი პროცედურები, სრულყოფილი ონლაინ-მაღაზიის შექმნასთან დაკავშირებული მაღალი ფინანსური ხარჯები, ტექნიკური პრობლემები, ბანკებთან და საკურიერო კომპანიებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებები - ეს პრობლემები პლატფორმა B2C-მ სრულად მოხსნა.
B2C როგორც დამწყები მეწარმეებისთვის, ისე ბაზარზე დამკვიდრებული, წარმატებული კომპანიებისთვის ხელსაყრელი პირობებით ოპერირებს. ახალი პლატფორმა მათ ონლაინ მაღაზიის შექმნაში ეხმარება. B2C-ს მეშვეობით ონლაინ-მაღაზიის შექმნა რამდენიმე წუთს მოითხოვს: შევდივართ კომპანიის ვებ-გვერდზე B2C.ge, ვრეგისტრირდებით, შეგვყავს მხოლოდ ელ-ფოსტა და მაღაზიის სახელი, რომელიც საგულდაგულოდ უნდა შევარჩიოთ. ამის შემდეგ, ვირჩევთ მაღაზიის სასურველ დიზაინს და სულ რაღაც 5 წუთში საკუთარი ონლაინ მაღაზია მზად არის, ჩვენ უკვე შეგვიძლია დავიწყოთ პროდუქტების განთავსება. 30 დღიანი უფასო სატესტო პერიოდის შემდეგ, სრული პაკეტი თვეში 99 ლარი ღირს, რაც დამწყები თუ მოქმედი ბიზნესისთვის ხელმისაწვდომ ფასს წარმოადგენს.
საინტერესო პრეცედენტი გვაქვს ქართულ მედიაშიც. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, კომპანიები ადამიანური რესურსებსაც უკვე ონლაინ-სივრცეში მართავენ და საქმის დელეგირებასაც ელექტრონულად ახორციელებენ. ამის მაგალითია, მედია საშუალება Intermedia.ge, რომლის ავტორები არა რომელიმე ოფისის თანამშრომლები, არამედ, ის ადამიანებიც არიან, ვინც მთელ დღეს სახლში ატარებენ და საკუთარი შრომის სანაცვლოდ ანაზღაურებას იღებენ.
ბევრ ჩვენგანს ტაქსის ქუჩაში გაჩერებას როგორ ფასის, ისე უსაფრთხოებისა და კომფორტის გამო, მისი მობილური აპლიკაციით გამოძახება ურჩევნია. ეს კომფორტი ჩვენთვის ბოლო რამდენიმე წელია ხელმისაწვდომია. დასაწყისში მსგავსი ბიზნესის წარმოებისთვის გამოცდილი უცხოელი პარტნიორის მოძებნა და მისი მობილური აპლიკაციის გამოყენება იყო საჭირო, ახლა კი იგივე სერვისს ადგილობრივი პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლებიც გვთავაზობენ.
საინტერესო პროექტია alcoshop.ge - ონლაინ მაღაზია, რომელიც კონკურენტულ ფასად გვთავაზობს ალკოჰოლური სასმელების ყველაზე დიდ არჩევანს ქვეყანაში და რეალურად არ ფლობს არც ფიზიკურ მაღაზიას, არც საწყობს და არც სასმელს. ამ ყველაფერს კი აღწევს ფაქტიურად ყველა ძირითად სასმელების იმპორტიორთან და მწარმოებელთან პარტნიორობით, რომელთაგანაც მომენტალურად იღებს შეკვეთილ სასმელს.
რესტორნებისთვის და ზოგადად ნებისმიერი სახის კვების ობიექტებისთვის ონლაინ შეკვეთის მიღებისა და მიტანის სერვისის დანერგვა ფატიურად ისეთივე აუცილებელი გახდა, როგორც მენიუს არსებობა. რესტორნების უმეტესობა ერთვება ისეთი პროვაიდერების აპლიკაციებში, როგორებიც არის Glovo, Wolt, Menu.ge, თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა რესტორანი თავად აწყობს საკუთარი ონლაინ შეკვეთების მიღებისა და მიწოდების სისტემას. ეს ორი მიმართულება კი ერთმანეთს არ გამორიცხავს.
სწორედ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების დანერგვის დამსახურებით, უცხოეთიდან ამანათების ჩამოტანის სერვისიც წარმატებული გახდა (ამერიკიდან, ევროპიდან, ჩინეთიდან). მაღალი მოთხოვნის გამო, ამ სფეროში რამდენიმე კონკურენტი გამოჩნდა, რომლებიც მომსახურებას წლიდან წლამდე აუმჯობესებენ.
ეს წარმატებული მაგალითები გვიჩვენებს, რომ საქართველოში ბიზნესის ციფრული მეთოდებით წარმოება უკვე მომგებიანია და შეუქცევადი პროცესი ამ მიმართულებით დაწყებულია.
მარიამ მენაბდიშვილი