კომპანია American Media Inc. ეძებს National Enquirer-ის მყიდველს. ამის შესახებ CNN-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სკანდალებზე მონადირე ტაბლოიდი კომპანიის სხვა ტაბლოიდური ჟურნალების მსგავსად გასაყიდად გაიტანეს.
American Media-ს ხელმძღვანელი დევიდ პეკერი ადასტურებს ინფორმაციას, რომელიც „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა, რომლის მიხედვით კომპანია დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა Enquirer-ის თავიდან მოშორებისთვის. ეს წნეხი კი მოდიოდა კომპანიის საკონტროლო აქციების მფლობელი Chatham Asset Management-ისგან.
AMI-ის გასაყიდ ჟურნალებს შორის ასევე მოხვდნენ Us Weekly, OK, Star, In Touch, Men's Journal და Muscle & Fitness ჟურნალები.
კომპანია არ აკონკრეტებს, თუ რა ფასში აპირებს ამ ჟურნალების გაყიდვას.