გიორგი ქობულია: Check  in Georgia უფრო კულტურის სამინისტროს ეკუთვნოდა, ვიდრე ეკონომიკის

Check in Georgia უფრო კულტურის სამინისტროს ეკუთვნოდა, ვიდრე ეკონომიკის სამინისტროს - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განუცხადა.

„Check in Georgia“ გადაიბარა კულტურის სამინიტროს იმიტომ, რომ ჩვენ, როდესაც გავაკეთეთ ანალიზი, ამ პროგრამის ძირითადი შედეგი კულტურული განვითარება გამოდგა საქართველოში და არა ბიზნესის მოზიდვა. ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ის უფრო კულტურის სამინისტროს ეკუთვნოდა, ვიდრე ეკონომიკის სამინისტროს“, - გიორგი ქობულია.

ავტორი - ალექსანდრა ისპირიანი