გაუმჯობესებული მომსახურების მიღების ახალი შესაძლებლობა - HotSale შეფასების სისტემას ამატებს

ელექტრონული კომერცია, რომელიც ბიზნესის კეთების თანამედროვე მოდელია, მომხმარებელს არჩევანის გაკეთებას ერთი მხრივ უადვილებს, მეორე მხრივ კი - ურთულებს. სასურველი ნივთისა თუ მომსახურების ხარისხის ონლაინ გარკვევა მარტივი საქმე ნამდვილად არაა. სწორედ ამიტომ შეძენის დროს მომხმარებლები დიდ ყურადღებას აქცევენ ვებგვერდის სანდოობას, საიდანაც ამ მომსახურებას იღებენ.

დღეს ქართულ ბაზარზე ელექტრონული კომერციის წამყავნი კომპანია HOTSALE-ია, რომელიც შეთავაზებული პროდუქციისა და სერვისის ხარისხის გარკვეულ გარანტიადაც მოიაზრება. მომხმარებლებისთვის მეტი კომფორტის შექმნის მიზნით კი საიტს შეფასების სისტემა დაემატება. ელექტრონულ კომერციაში შეფასების სისტემა არის მნიშვნელოვანი ხელსაწყო, რომელიც კომპანიას ხარისხის ამაღლებაში, მომხმარებელს კი საჭირო მომსახურების მიღებაში ეხმარება.

როგორც HOTSALE-ის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ სოსელია განმარტავს, საქართველოში ელექტრონულ კომერციაში შეფასების სისტემა ამ დრომდე არ არსებობდა და ისინი პირველები არიან.

„ჩვენ მუდმივად მომხმარებლების კმაყოფილების ზრდაზე ვზუნავთ. ამ სიახლის მიზანიც მათთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაა. საჭიროება მომხმარებლებისგან წამოვიდა. ჩვენთან აქციას რომ ნახულობდნენ, მერე ამ კომპანიისა და მომსახურების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და შეფასების მოძებნა ინტერნეტში ან სოციალური ქსელის საშუალებით უწევდათ. ეს კი კომფორტული ნამდვილად არაა. სწორედ ამიტომ ვამატებთ კომპანიისა და მისი თითოეული შეთავაზების შეფასების სისტემას. შედეგად საიტზე შემოსულს დამატებითი ინფორმაციის მოძიება სხვა წყაროების საშუალებით აღარ მოუწევს,“ - განმარტავს მარიამ სოსელია.

შეფასების სისტემა მომხმარებელს დაეხმარება:

· მიიღოს რეკომენდაცია სხვა მომხმარებლებისგან, რაც არჩევანის გაკეთების დროს ყველაზე მნიშვნელოვანია

· გაარკვიოს რამდენად რეალურია შეთავაზება

· მარტივად მიიღოს გადაწყვეტილება მომსახურების შეძენის დროს

შეფასების სისტემა კომპანიას დაეხმარება:

· გაიგოს მომხმარებლის აზრი საკუთარ მომსახურებაზე

· მომხმარებლების რეკომენდაციების საფუძველზე დახვეწოს და გააუმჯობესოს შეთავაზება

· გაიგოს მომხმარებლის აზრი სფეროში მოღვაწე სხვა კომპანიების შესახებ

შეფასება შესაძლებელი იქნება 5 ვარსკვლავიანი სისტემითა და ასევე კომენტარის გაკეთების საშუალებით. საიტზე შეფასების სისტემა უკვე დანერგილია, ახლა კი მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მომხმარებლების აქტივობა, რომ შეფასების სისტემა ეფექტური იყოს.