საქართველოს სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგება 107%-ით გაიზარდა. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს კომპანიების წმინდა მოგება იყო 42,19 მლნ ლარი, 2017 წელს კი 20,34 მლნ ლარი. ამასთან, 2018 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 542.20 მილიონი ლარი. 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 441.40 მილიონ ლარს შეადგენდა.
ამასთან, 2018 წელს სადაზღვევო კომპანიების აქტივები შეადგენდა 743.22 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 221.64 მილიონ ლარს. 2017 წელს კი კომპანიების აქტივები - 580.22 მილიონი ლარი იყო, კაპიტალი კი 154.25 მილიონ ლარს შეადგენდა.
2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 17 სადაზღვევო კომპანია, 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.