ამჟამად საპენსიო ფონდში 155 მლნ ლარია აკუმულირებული, სქემაში 48 ათასი კომპანია და 720 ათასი დასაქმებულია ჩართული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპენსიო სააგენტოში განუცხადეს.
როგორც ”ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას საააგენტოში განმარტავენ, საინვესტიციო საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება 25 აპრილს დასრულდება, რის შემდეგაც დაკომპლექტდება საინვესტიციო საბჭო, რომელიც ფონდში არსებული თანხის ინვესტირების პოლიტიკას განსაზღვრავს.
„საპენსიო სააგენტოს“ საინვესტიციო საბჭოს წევრების ვაკანსიაზე ინფორმაცია ორ საერთაშორისო გამოცემაში - Financial Times-სა და The Economist-შია გამოქვეყნებული და საკმაოდ მაღალი აქტივობა ფიქსირდება. განაცხადების მიღება 25 აპრილს დასრულდება, რის შემდეგაც შესარჩევი კომისია შეარჩევს კანდიდატებს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საინვესტიციო საბჭოს ხუთ წევრს, „- განმარტავენ საპენსიო სააგენტოში.