პარლამენტში 12 აპრილს პლასტიკის, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტისა და რეალიზაციის საკითხზე იმსჯელებენ

ხვალ, პარლამენტში, პლასტიკის, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტისა და რეალიზაციის საკითხზე იმსჯელებენ.

მოსმენა ამ თემაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გაიმართება, სადაც ინფორმაციას პარლამენტის წევრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი მიაწვდის.

როგორც ცნობილია, 1-ელი აპრილიდან ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა.