2018 წელს Airbnb -ზე ბინის გაქირავებიდან თბილისმა 23 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 90%-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით. Galt&Taggart-ის კვლევის მიხედვით, 2017 წელს ეს შემოსავალი სულ რაღაც 13 მლნ დოლარს შეადგენდა.
Galt&Taggart-ის თბილისის ბაზრის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში შემოსავალთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება მიწოდების მაჩვენებელიც. კვლევის თანახმად, 2018 წლის განმავლობაში, სისტემაში საშუალოდ თვეში 10,289 გასაქირავებელი ბინა იყო , 2017 წელს - 6,319, 2016 წელს კი 4,174. შესაბამისად, 2 წელში მიწოდება 2.5-ჯერ გაიზარდა.
G&T-ს განცხადებით, მიწოდების ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია, თუმცა მზარდი. შედეგად აშკარაა კლასიკური შემთხვევა - მაშინ როდესაც მიწოდების ზრდა 62.8%-ით გაიზარდა, ბინების 64% არც კი დაჯავშნილა.
ჭარბი მიწოდებით თბილისი (12,403 გასაქირავებელი ობიექტი თებერვლისთვის), მცირედით ჩამოუვარდება სტამბოლს.
Galt&Taggart-ი მიიჩნევს, რომ დაბალი აქტივობის მქონე გასაქირავებელი ობიექტები ბაზარს თანდათან დატოვებენ და მიწოდება ძირითადად კონცენტრირებული იქნება ძველი თბილისის ტერიტორიაზე.
ამასთან, კვლევის მიხედვით ჯამური მოთხოვნა 2018 წელს თითქმის გაორმაგდა - ზრდამ 97.3% შეადგინა, ჯამურად 562,320 ბინა დაიჯავშნა.