იმედს ვიტოვებთ, რომ მოლაპარაკება კონსტრუქციული იქნება და მივიღებთ შედეგს, რომელიც ჩვენთვისაც და მთავრობისთვისაც მისაღები იქნება, - ამის შესახებ "ანაკლია სითის" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ბოჭორიშვილმა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, აპრილის ბოლოს, ან მაისის დასაწყისში სამმხვრივი შეხვედრებიც გაიმართება და იმედოვნებს, რომ შეხვდრები შედეგზე ორიენტირებული იქნება.
"ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩვენ მთავრობასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. იცით, რომ საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა, რომლებიც მზად არიან განახორციელონ ინვესტიციები ამ პროექტში წამოაყენეს მოთხოვნები, რომელსაც დღეს სახელმწიფო აქტიურად განიხილავს. ხდება პუნქტების დაზუსტება, დაკონკრეტება და ვართ აქტიურ სამუშაო რეჟიმში. თვის ბოლოს, მაისის დასაწყისში უკვე სამმხრივი შეხვედრა და მოლაპარაკებები გაიმართება ჩვენს, მთავრობასა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მოვილაპარაკებთ, იქიდან გამომდინარე, რომ პროექტის განხორციელება ყველას მიზანია და შესაბამისად, მნიშვნელოვანია ვიყოთ კონსტრუქციულები ჩვენც და მთავრობაც",-განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.