Netflix, Coca-Cola, Visa… - კომპანიები, რომლებიც ზოგიერთ ქვეყანაზე გაცილებით უფრო დიდია

ისეთი კომპანიების წლიური შემოსავალი, როგორებიცაა „Apple“, „Microsoft“, „Walmart“, იმდენად დიდია, რომ ისინი სხვა განზომილებას იძენენ. მათ მოგებასთან მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ეკონომიკა მოსატანი არც არის - მაგალითად, 2017 წელს, კომპანია „Walmart“-მა გამოიმუშავა იმაზე მეტი, ვიდრე ბელგიამ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეისწავლა მსოფლიოში არსებული უდიდესი კორპორაციების შემოსავლები და შეადარა ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მშპ-ს. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებსაც შემოსავლების თვალსაზრისით კომპანიები უსწრებს, - წერს Businessinsider-ი.

კომპანია Netflix-ის შემოსავლებმა 2017 წელს მალტას მშპ-ს გადააჭარბა

  • მალტას მშპ-მ, 2016 წელს, 11 278 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „Netflix“-ის შემოსავლებმა, 2017 წელს, 11 693 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „Netflix“-ი ქვეყანა რომ ყოფილიყო და მისი შემოსავლები მის მშპ-ს წარმოადგენდეს, იგი 126-ე ადგილზე იქნებოდა, მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების სიაში.

Visa-ის შემოსავლებმა 2017 წელს ბოსნია და ჰერცეგოვინას მშპ-ს გადააჭარბა

  • ბოსნია და ჰერცეგოვინას მშპ-მ, 2016 წელს, 16 917 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „Visa“-ს შემოსავლებმა, 2017 წელს, 18 358 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „Visa“ რომ ქვეყანა ყოფილიყო და მისი შემოსავლები მის მშპ-ს წარმოადგენდეს, იგი 115-ე ადგილზე იქნებოდა მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების სიაში.

„Starbucks“-ის შემოსავლებმა ტრინიდადი და ტობაგოს მშპ-ს გადააჭარბა

  • ტრინიდადი და ტობაგოს მშპ-მ, 2016 წელს, 22 296 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „Starbucks“-ის შემოსავლებმა 2017 წელს, 22 386 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „Starbucks“ რომ ქვეყანა ყოფილიყო და მისი შემოსავლები მის მშპ-ს წარმოადგენდეს, იგი 104-ე ადგილზე იქნებოდა, მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების სიაში.

კომპანია „McDonald's“-ის შემოსავლებმა ახალი გვინეას მშპ-ს გადააჭარბა.

. პაპუა-ახალი გვინეას მშპ-მ 2016 წელს 22 568 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

  • კომპანია „McDonald's“-ის შემოსავლებმა, 2017 წელს, 22 820 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „McDonald's“ რომ ქვეყანა ყოფილიყო და მისი შემოსავლები მის მშპ-ს წარმოადგენდეს, იგი 103-ე ადგილზე იქნებოდა, მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების სიაში.

„Inditex“ -ის შემოსავლებმა გადააჭარბა პარაგვაის მშპ-ს

  • პარაგვაის მშპ-მ, 2016 წელს, 27 424 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „Inditex“-ის შემოსავლებმა 2017 წელს 30 355 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „Inditex“ რომ ქვეყანა ყოფილიყო და მისი შემოსავლები მის მშპ-ს წარმოადგენდეს, იგი 98-ე ადგილზე იქნებოდა მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების სიაში.

„Walt Disney“-ის შემოსავლებმა გადააჭარბა ბულგარეთის მშპ-ს

  • ბულგარეთის მშპ-მ, 2016 წელს, 53 236 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „Disney“-ის შემოსავლებმა, 2017 წელს, 55 137 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „Disney“ რომ ქვეყანა ყოფილიყო და მისი შემოსავლები მის მშპ-ს წარმოადგენდეს, იგი 78-ე ადგილზე იქნებოდა მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების სიაში.

„Banco Santander“ -ის შემოსავლებმა გადააჭარბა პანამას მშპ-ს

  • პანამას მშპ-მ 2016 წელს 57 821 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „Banco Santander“-ის შემოსავლებმა 2017 წელს, 58 089 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „Santander Bank“ რომ ქვეყანა ყოფილიყო და მისი შემოსავლები მის მშპ-ს წარმოადგენდეს, იგი 75-ე ადგილზე იქნებოდა მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების სიაში.

კომპანია Telefónica-ის შემოსავლებმა, 2017 წელს გადააჭარბა ლუქსემბურგის მშპ-ს

  • ლუქსემბურგის მშპ-მ, 2016 წელს, 58 655 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „Telefónica“-ის შემოსავლებმა, 2017 წელს, 62 341 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „Telefónica“ რომ ქვეყანა ყოფილიყო და მისი შემოსავლები მის მშპ-ს წარმოადგენდეს, იგი 74-ე ადგილზე იქნებოდა, მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების სიაში.

Johnson & Johnson-ის შემოსავლებმა 2017 წელს ეთიოპიის მშპ-ს გადააჭარბეთიოპიის მშპ-მ, 2016 წელს, 73 151 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

  • კომპანია „Johnson & Johnson“-ის შემოსავლებმა, 2017 წელს, 76 450 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „Johnson & Johnson“ რომ ქვეყანა ყოფილიყო და მისი შემოსავლები მის მშპ-ს წარმოადგენდეს, იგი 67-ე ადგილზე იქნებოდა, მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების სიაში.

Microsoft-ის შემოსავლებმა გადააჭარბა სლოვაკეთის მშპ-ს

  • სლოვაკეთის მშპ-მ, 2016 წელს, 89 806 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „Microsoft“-ის შემოსავლებმა, 2017 წელს, 89 950 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „Microsoft“ რომ ქვეყანა ყოფილიყო და მისი შემოსავლები მის მშპ-ს წარმოადგენდეს, იგი 65-ე ადგილზე იქნებოდა, მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების სიაში.

Nike-ის შემოსავლებმა, 2017 წელს, გადააჭარბა კამერუნის მშპ-ს

  • კამერუნის მშპ-მ, 2016 წელს, 32 230 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „Nike“-ის შემოსავლებმა, 2017 წელს, 34 400 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „Nike“ რომ ქვეყანა ყოფილიყო და მისი შემოსავლები მის მშპ-ს წარმოადგენდეს, იგი 96-ე ადგილზე იქნებოდა, მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების სიაში.

Coca-Cola-ის შემოსავლებმა, 2017 წელს, გადააჭარბა ბოლივიის მშპ-ს

  • ბოლივიის მშპ-მ, 2016 წელს, 34 053 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „Coca-Cola“-ის შემოსავლებმა, 2017 წელს, 35 410 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „Coca-Cola“ რომ ქვეყანა ყოფილიყო და მისი შემოსავლები მის მშპ-ს წარმოადგენდეს, იგი 95-ე ადგილზე იქნებოდა, მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების სიაში.

„Facebook“-ის შემოსავლებმა გადააჭარბა სერბეთის მშპ-ს (სერბეთის მშპ-მ, 2016 წელს, 38 300 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა)

  • კომპანია „Facebook“-ის შემოსავლებმა, 2017 წელს, 39 300 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „Facebook“ რომ ქვეყანა ყოფილიყო და მისი შემოსავლები მის მშპ-ს წარმოადგენდეს, იგი 90-ე ადგილზე იქნებოდა, მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების სიაში.

Google-ის მფლობელი კომპანიის - Alphabet-ის შემოსავლებმა გადააჭარბა პუერტო-რიკოს მშპ-ს

  • პუერტო-რიკოს მშპ-მ, 2016 წელს, 105 035 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „Alphabet“-ის შემოსავლებმა, 2017 წელს, 110 900 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „Google“ რომ ქვეყანა ყოფილიყო და მისი შემოსავლები მის მშპ-ს წარმოადგენდეს, იგი 59-ე ადგილზე იქნებოდა, მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების სიაში.

Amazon-ის შემოსავლებმა გადააჭარბა ქუვეითის მშპ-ს

  • ქუვეითის მშპ-მ, 2016 წელს, 110 873 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „Amazon“-ის შემოსავლებმა, 2017 წელს, 117 900 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „Amazon“ რომ ქვეყანა ყოფილიყო და მისი შემოსავლები მის მშპ-ს წარმოადგენდეს, იგი 58-ე ადგილზე იქნებოდა, მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების სიაში.

Apple-ის შემოსავლებმა, 2017 წელს, გადააჭარბა პორტუგალიის მშპ-ს

  • პორტუგალიის მშპ-მ, 2016 წელს, 205 269 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა..
  • კომპანია „Apple“-ის შემოსავლებმა, 2017 წელს, 229 234 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „Apple“ რომ ქვეყანა ყოფილიყო და მისი შემოსავლები მის მშპ-ს წარმოადგენდეს, იგი 47-ე ადგილზე იქნებოდა, მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების სიაში.

Volkswagen -ის შემოსავლებმა გადააჭარბა ჩილეს მშპ-ს

  • ჩილეს მშპ-მ, 2016 წელს, 250 008 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „Volkswagen“-ის შემოსავლებმა, 2017 წელს, 276 264 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „Volkswagen“ რომ ქვეყანა ყოფილიყო და მისი შემოსავლები მის მშპ-ს წარმოადგენდეს, იგი 43-ე ადგილზე იქნებოდა, მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების სიაში.

Walmart-ის შემოსავლებმა გადააჭარბა ბელგიის მშპ-ს

  • ბელგიის მშპ-მ, 2016 წელს, 468 148 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „Walmart“-ის შემოსავლებმა, 2017 წელს, 485 873 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
  • კომპანია „Walmart“ რომ ქვეყანა ყოფილიყო და მისი შემოსავლები მის მშპ-ს წარმოადგენდეს, იგი 24-ე ადგილზე იქნებოდა, მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების სიაში.

მოამზადეს: მარიამ მაჭარაშვილმა, სოფო გორდელაძემ