უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ 18 მაისს ევროვიზიის ფინალურ შოუზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მსოფლიოში პოპის დედოფლად აღიარებული მომღერალი მადონა მიიღებს.
როგორ „იუიერუსალიმ პოსტი“ წერს, მომღერლის წარმომადგენლებთან კომპანია Live Nation-თან მოლაპარაკებებს რამდენიმე თვე აწარმოებდა ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი KAN.
რაც შეეხება საფასურს, ირკვევა, რომ სუპერვარსკვლავს ამ გამოსვლაში 1,3 მილიონ დოლარს გადაუხდიან და აღნიშნულ თანხას მთლიანად დაფარავს კანადელი-ებრაელი ბიზნესმენი სილვან ადამსი.
Live Nation-ის განცხaდებით, მომღერალი შოუზე მხოლოდ ორ სიმღერას შეასრულებს, მათ შორის, ერთი იქნება სრულიად ახალი სიმღერა მისი მომავალი ალბომიდან. კომპანიის განცხადებითვე, მადონა ისრაელში მის 65-კაციანი სტაფით ჩადის, რომელიც ასევე ითვლის ათობით მოცეკვავეს.
მომღერლის ეს გამოსვლა იქნება ისტორიული. ცნობისათვის, ბოლოს თელ-ავივში მადონამ მსოფლიო ტურნეს ფარგლებში 2012 წელს იმღერა.