Coca-Cola-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მის არაალკოჰოლური სასმელების ხაზს ახალი სასმელი - Aquarius-ი დაემატება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Campaign ავრცელებს. ახალ მინერალურ წყალს ლიმონის და ლაიმის გემო ექნება, ხოლო მის შემადგენლობაში იქნება - მარილი, მაგნიუმი და ცინკი.
ახალი სასმელის გამოჩენა დაკავშირებულია მსოფლიოში სულ უფრო მზარდ მოთხოვნაზე უკოფეინო და შაქრის შემცვლელ სასმელებზე. ახალი სასმელების სლოგანი გახდა - „დაიბრუნე ის, რასაც გართმევს ცხოვრება“.
როგორც Marketing Week წერს, ახალი სასმელის შეფუთვაზე არ არის დატანილი Coca-Cola-ს ბრენდინგი. მისივე ინფორმაციით, Aquarius გახდება 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური პარტნიორი. ახალი მინერალური წყლის ჩამოსხმა 400 და 900-გრამიან ბოთლებში მოხდება.