ანაკლიასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ალბათ, არამართებული და არასერიოზული იქნება , რომ ვთქვა, ამან არანაირი მოქმედება არ იქონია საინვესტივიო გარემოზე, - ასე პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია კითხვას, თუ რამდებად დააზიანა ანაკლიის პროექტის გარშემო ხმაურმა ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი.
ქობულიას თქმით, მსგავსი შემთხვევების დროს სიფრთხილეა საჭირო, რადგან ეს რეპუტაციაზე პოზიტიურ გავლენას არ ახდენს.
„ანაკლიასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ალბათ არამართებული და არასერიოზული იქნება, რომ ვთქვა, ამან არანაირი მოქმედება არ იქონია (საინვესტიციო გარემოზე). ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ თავი ასეთ სიტუაციებს, რადგან მსგავსი სიტუაციები მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მართალი და ვინ არა, არ ახდენს პოზიტიურ გავლენას რეპუტაციაზე და იმიჯზე“,-განაცხადა გიორგი ქობულიამ გადაცემაში „ფორბსის კვირა“ .
ამასთან, გიორგი ქობულიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით საინვესტიციო ბანკებთან შეხვედრისთვის ემზადება.
„როგორც ინფრასრუქტურის მინისტრმა განაცხადა, ჩვენ მზად ვართ ამ შეხვედრისთვის. ეს შეხვედრა იგეგმება ახლა, ველოდებით მის ჩანიშვნას და რა თქმა უნდა, ეს იქნება შევხედრა სადაც ჩვენ ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ“,-განაცხადა ქობულიამ.