სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ მუშაობაში ხარვეზები აღმოიფხვრა. ამ დროისთვის მომხარებელს სოცქსელთან წვდომა ჩვეულებრივ შეუძლია. პრობლემები აღმოიფხვრა „ინსტრაგრამის“, მუშაობაშიც.
პრობლემები „ფეისბუქზე“ რამდენიმე ერთი საათის წინ დაიწყო. უცხოური მედიის ინფორმაციით, ანალოგიური პრობლემები ფიქსირდებოდა აშშ-ში, იტალიაში, საბერძნეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, მალაიზიაში და სხვა ქვეყნებში. ხარვეზებით მუშაობდა „ინსტაგრამი“ და „ვოთსაფიც“.
მიზეზებზე ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომზე არ გავრცელებულა. ანალოგიური პრობლემები „ფეისბუქს“ რამდენიმე კვირის წინაც ჰქონდა.