"მალე ნახავთ, რომ ტაქსის მძღოლობა დაფასებული და პრესტიჟული საქმე გახდება"
2019 წლის ოქტომბრიდან თბილისში A და B კატეგორიის ტაქსი იმოძრავებს. A კატეგორიის ტაქსი იქნება თეთრი ფერის, ტექნიკურად გამართული, მარცხენასაჭიანი და ოთხკარიანი. ტაქსის აღმნიშვნელი თეთრი ფერის მანათობელი ნიშნით მასზე დატანილი წარწერით "TAXI თბილისი".
B კატეგორიის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ ექნებათ. ამ კატეგორიის მძღოლებს ტაქსის კომპანიებთან მოუწევთ თანამშრომლობა (გამოძახებით).
ტაქსის მძღოლებს მანქანების შესაღებად 700-ლარიანი ვაუჩერები გადასცემათ, ასევე დაურიგდებათ ქიმწმენდის ვაუჩერები, აგრეთვე მათთვის გამოყოფილი იქნება საპარკინგე ადგილები. მძღოლები საშემოსავლო გადასახადისგანაც თავისუფლდებიან.
ჩვენ დავინტერესდით, რა პრობლემები მოუტანა რეგულაციამ მძღოლებს, გავესაუბრეთ მგზავრებსაც და ხელოსნებსაც. ასევე ვესაუბრეთ მერიის წარმომადგენლებს.
გოგი, ხელოსანი: - თუ ზედაპირულად შევღებავთ, ისე, რომ გარედან თეთრი იყოს და შიგნით სხვა ფერი, 700-800 ლარში ჩაეტევით, ძირფესვიანად შეღებვა კი 2.000 ლარამდე ღირს, გააჩნია მანქანის მარკას. მანქანას ადრინდელი ფერი რომ არ დაეტყოს, ფაქტობრივად, უნდა დაიშალოს.
- მერიამ ტაქსისტებს გადასაკრავი თეთრი ფირის გამოყენების უფლებაც მისცა.
- მაგისთვის კარგი სპეციალისტის შოვნა ცოტა ძნელია, მაგრამ 700-800 ლარად გაკეთდება...
რობერტი, ტაქსის მძღოლი: -"700 ლარად ვინ შეგიღებავს, ვაუჩერის თანხაზე დამატება დამჭირდება. ხელოსანი შეღებვას ერთ კვირას მაინც მოანდომებს, არადა, ერთ კვირას რომ არ ვიმუშაო, ბანკის ვალი როგორ გადავიხადო?!
მალხაზი, ოპელის მარკის ტაქსის მძღოლი: - დღეში რამდენი მანქანა უნდა გადაიღებოს, რომ ოქტომბრამდე მოესწროს. ეს იმიტომ მოიგონეს, რომ კერძო ტაქსები მაქსიმალურად შემცირდეს, იქნებ გაქრეს კიდეც და ამის მერე გამოჩნდება კომპანია, რომელსაც ზიზია ტაქსები ეყოლება...
ლევანი, მგზავრი: - მგზავრის პოზიციიდან თუ მივუდგებით, კომფორტულად მგზავრობა ჯობს. ზოგიერთ ტაქსის მძღოლს ქუჩების მიგნება უჭირს, ზოგიერთი კი ისეთი მანქანით გემსახურება, ჩაჯდომა შეგზიზღდება. მეორე მხრივ, ტაქსისტები ლუკმაპურის საშოვნელად დღედაღამ საჭეს უსხედან და ახლა ეს გზა უნდათ შეეზღუდოთ. გასაგებია, რომ მერიამ ჩვენი კომფორტულად მგზავრობისთვის შემოიღო რეგულაცია, მაგრამ თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგდება, ხალხი აღარ ჩაჯდება მოუწესრიგებელ ტაქსიში და ბაზარი სიტუაციას თავისთავად დაარეგულირებს...
მამუკა მუმლაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი: - რეგულაციის წესთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას www.taxi.tbilisi.gov.ge-ზე ნახავთ. გარდა ამისა, ინფორმაცია მესიჯებად რეგულარულად მისდით ტაქსის მძღოლებს, თუ როდის რა გააკეთონ. ჩვენ მივყევით კვლევებს და იმ მოთხოვნებს, რომლებიც წლების განმავლობაში მოსახლეობის გამოკითხვებით მივიღეთ. მათ კომფორტული ტრანსპორტით მგზავრობა სურთ. ტაქსების სისტემა თუ არ მოწესრიგდება, მერე ნახეთ მგზავრების ნაკლებობა. ტაქსების სიმრავლე არასაკმარისმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა განაპირობა, ამიტომ ვიყიდეთ "ევრო 6" ტიპის ავტობუსები და მიკროავტობუსები, ამასთან, გვეყოლება კომფორტული ტაქსები, რათა მათ მგზავრები არ დაკარგონ.
- იქნებ ჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გამართვა ჯობდა?
- მაგრამ საზოგადოება კომფორტული ტაქსებით მომსახურებასაც ითხოვს.
- საზოგადოება იმასაც ითხოვს, ჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მოაგვარეთო.
- 2019 წლის მიწურულამდე ავტობუსების პარკი მთლიანად შეიცვლება.
- რამდენი წერტილია, სადაც მძღოლებს ვაუჩერის აღება შეუძლიათ?
- 5 წერტილია. არც იმის პრობლემაა, რომ მომსახურების ცენტრები დავამატოთ, რათა რიგები არ დადგეს.
წაიკითხე გაზეთ „კვირის პალიტრის" 15 აპრილის ნომერში ან
გახდით ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად