2019 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2 ლარით გაიზარდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 181.2 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა თებერვალში ეს მაჩვენებელი 179.1 ლარი იყო. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, მარტში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 4.3 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2018 წლის მარტში ეს მონაცემი 176.9 ლარს შეადგენდა.
საქსტატის მონაცემებით, თებერვალთან შედარებით, მარტში 1.8 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 160.5 ლარი შეადგინა, 3,5 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 304 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2018 წლის მარტის მონაცემთან შედარებით, 7.3 ლარით არის გაზრდილი.