2019 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 138.4 მლნ აშშ დოლარი (371.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 4.5 პროცენტით (5.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 93.0 პროცენტი მოდიოდა.
2019 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.5 მლნ აშშ დოლარი (49.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 21.0 მლნ აშშ დოლარისა (51.3 მლნ ლარისა) 2018 წლის მარტში.