2019 წელს ბიზნესომბუდსმენის აპარატში 89 საქმე დარეგისტრირდა - ამის შესახებ აღნიშნულია ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2019 წლის პირველი კვარტლის საქმიანობის სტატისტიკაში.
აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, აპარატში შესული განცხადებებიდან 40% წარმოებაზე, საცალო და საბითუმო ვაჭრობის სფეროში დასაქმებულ კომპანიებზე მოდის. მომართვიანობის მიხედვით ყველაზე აქტიური თბილისია - 50 განცხადება, შემდეგ მოდის აჭარა -14 განცხადება.
„მეწარმეების მომართვიანობის საფუძველზე 2019 წლის პირველი კვარტლში ბიზნესომბუდსმენის აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასაჭერად 29 შუამდგომლობა, 17 რეკომენდაცია და 11 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა. მათ შორის, 30 მიმდინარეა, დადებითად გადაწვეტილია - 20, ნაწილობრივ დადებითად გადაწვეტილია - 1 და უარყოფითად 4“, - აღნიშნულია სტატისტიკაში.
ავტორი: ალექსანდრა ისპირიანი