2019 წლის 31 მარტის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 14,503 მილიარდ ლარს (5,388 მილიარდ დოლარს) გადააჭარბა.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD). კერძოდ, IDA -ს მიმართ ვალი 31 მარტის მდგომარეობით 1,035 მილიარდ დოლარს შეადგენს; ADB-ის მიმართ ვალი ერთ მილიარდ დოლარზე მეტია; ხოლო IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 900 მილიონ დოლარამდეა.