თუ თქვენთვის გამორჩეულობა ბევრს ნიშნავს, მაშინ უყურადღებოდ არ დაგრჩებათ Waldmann-ის საწერი კალამი, რომელიც ბრენდმა 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოუშვა. კალამი ორ ფერშია ხელმისაწვდომი: ლურჯი და წითელი. ეს არის მოდელი, რომელიც 1958 წელს დაპატენტებული კალმის ზუსტ რეპლიკას წარმოადგენს, რაც მას განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს.
თუ თქვენ განსაკუთრებული ნივთების ფლობა სიამოვნებას განიჭებთ, მაშინ ეს კალამი ნამდვილად ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც უნდა გქონდეთ. არ დაგავწყდეთ, რომ ეს მოდელი, ისევე როგორც ბრენდის ყველა ნივთი, ხელნაკეთია. მისი შეძენა კი საქართველოშიც, „ბიბლუსი გალერეაში“ Lupen-ის ხაზის ფარგლებშია შესაძლებელი.
კიდევ ერთი ფაქტი, რატომაც ბრენდის ეს კონკრეტული მოდელი და მისი ყველა მფლობელი განსაკუთრებულია არის ის, რომ ის გადაღებულია ამერიკულ კრიმინალურ დრამაში CATCH ME IF YOU CAN. ფილმის რეჟისორი სტივენ სპილბერგია, მთავარ როლებს კი ლეონარდო დიკაპრიო და ტომ ჰენკსი ასრულებენ. ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული.
მთავარი გმირის ფრენკ აბიგნაილის სრული ცხოვრებაც წარმოუდგენლად წარიმართა. ის თავს ასაღებს ექიმად, ადვოკატად და პილოტად. ფრენკი დოკუმენტების ოსტაური გამყალბებელია. ფრენკის მამა ფლობდა საკანცელარიო მაღაზიას ნიუ იორკში და Waldmann-ის კალმებს ყიდდა. ფილმში არის ერთ-ერთი გამორჩეული სცენა, როდესაც ფრენკი მომხმარებელს სთავაზობს 2 ფერიან ვალდმანის კალამს.
ფილმი 2002 წელს გამოვიდა და სწორედ მას შემდეგ დაიწყო რეტრო სტილის კალმის ახალი ცხოვრება. კინოინდუსტრიის ვარსკვლავებმა მას განსაკუთრებული ღირებულება და პოპულარობა შესძინეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ათეულობით წლის წინ შექმნილი და დაპატენტებული კალმის განახლებაც მოხდა იმ სიახლეებით, რაც ამ წლების განმავლობაში კალმებმა განიცადეს.
რაც შეეხება ამ განსაკუთრებული კალმის მწარმოებელ ბრენდს Waldmann-ს, ის გერმანული კომპანიაა და თითოეული ნივთი გერმანიაში მდებარე ქარხანაში მაღალკვალიფიციური ოსტატების მიერ იქმნება. 1918 წელს შექმნილი ბრენდი დღემდე ინარჩუნებს ტრადიციებს, თუმცა მისთვის მეტად პრიორიტეტულია ინოვაციები და თანამედროვე ტექნოლოგიებია. ამ ყველაფრის ინტეგრაციის შედეგად ვიღებთ იმ შედეგს, რასაც „ვალდმანის“ კალამი ჰქვია და რომლის ღირებულებაც შეუფასებელია.
ვალდმანის ამ განსაკუთრებული და კიდევ სხვა მოდელების, ასევე BOSS-ის, Pierre Cardin-ის, Nina Ricci-ს, Cerruti 1881-ის ექსკლუზიური პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ შემდეგ მისამართებზე: ბიბლუსი გალერეა, ჭავჭავაძის 7 /კანდელაკის 7.