ფრანგი მილიარდერი ფრანსუა პინო პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 100 მლნ ევროს  გაიღებს

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენას მილიონობით ევრო დასჭირდება. დასავლური პრესა წერს, რომ ეს ტაძარი პირვანდელ სახეს ვერასოდეს დაიბრუნებს, თუმცა მისი აღდგენა მაინც შესაძლებელია.

პირველი, ვინც საკუთარი სურვილით ტაძრის აღდგენისთვის საჭირო თანხის გაღების შესახებ გამოაცხადა, ფრანგი მილიარდერი და ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ფრანსუა პინოა, რომლის თქმით, ის მზადაა 100 მილიონი ევრო გაიღოს რესტავრაციისთვის. მეუღლის ინიციატივას დადებითად აფასებს პინოს ცოლი მსახიობი სელმა ჰაიეკი.

პინო Kering ჯგუფის მფლობელია, რომლის შემადგენლობაში შედის ისეთი ბრენდები როგორებიცაა Balenciaga, Saint Laurent, Alexander McQueen, და Gucci. ის ერთადერთი არ არის იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც მზაობა გამოთქვეს ტაძრის აღდგენისთვის ქველმოქმედება გასწიონ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მომხდარს საშინელი ტრაგედია უწოდა. მისივე თქმით, „უფრო ცუდის აცილება მოხერხდა“. მაკრონი პირობას დებს, რომ დაიწყებს საერთაშორისო კამპანიას საჭირო თანხების შესაგროვებლად, რათა ტაძრის ხელახლა აშენება მოხდეს.

ხანძარი ნოტერდემში გუშინ, პარიზის დროით საღამოს 7 საათზე გაჩნდა და მისი სრული ლიკვიდაცია მხოლოდ გამთენიისას მოხერხდა.

კოკა კვირკველია