Doctra კლინიკა ჯერარსის პარტნიორი გახდა

Doctra ახალი თაობის სამედიცინო პროგრამა თანამედროვე მრავალპროფილური კლინიკა ჯერარსის პარტნიორია.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელობა აცხადებს, დოქტრაზე არჩევანი პროგრამის მთავარი უპირატესობის გამო შეაჩერეს, რაც გულისხმობს ფინანსური და სამედიცინო ნაწილების გაერთიანებით, რეალურ დროში სრული სურათის დანახვის შესაძლებლობას.

დოქტრას კლინიკის მართვის პროგრამა, ექიმებს ეხმარება მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებაში, უზრუნველყოფს ელექტრონული სამედიცინო ისტორიების წარმოებას და ინტეგრირებულია EHR პორტალთან. ხელმძღვანელი პირებისთვის ამარტივებს ხარჯების კონტროლს და მათ მზა, უტყუარი რეპორტების უმოკლეს დროში მიღების შესაძლებლობას აძლვს. პროგრამა უზრუნველყოფს პროცესების ავტომატიზაციას, რაც ამარტივებს სამუშაო პროცესს, მინიმუმამდე ამცირებს ადამიანური შეცდომების ალბათობას და მათგან გამოწვეულ მოსალოდნელ ხარჯებს. დოქტრა სრულად შესაბამისია ქართულ კანონმდებლობასთან.

როგორც დოქტრას წარმომადგენლები აცხადებენ, მათთვის ძალიან სასიამოვნოა იყვნენ უმაღლესი ხარისხის, ულტრათანამედროვე კლინიკა ჯერარსის პარტნიორები და კლინიკის გუნდს დიდ წარმატებას უსურვებენ.

შეგახსენებთ, რომ კლინიკა ჯერარსი მიმდინარე წლის 4 აპრილს გაიხსნა, შენობა აშენებულია უსაფრთხოების და ეკოლოგიის ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით, სადაც განთავსებულია 10 საოპერაციო, 2 კათეტერიზაციის ლაბორატორია (ანგიოგრაფი) და 208 საწოლი.

მრავალპროფილური კლინიკის პროექტზე 45 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ქართული ინვესტიცია განხორციელდა, სადაც 600-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

(R)