„პანორამა თბილისის“ მშენებლობიდან სამი მუშა ჩამოვარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევაზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.
სამი დაშავებულიდან ორი „ამტელ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს, ერთი კი ინგოროყვას კლინიკაში.