თანაინვესტირების ფონდის მმართველ სტრუქტურაში საკადრო ცვლილებებია.
Bm.ge-ის ინფორმაციით, თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი სამეთვალყურეო საბჭოში გადაინაცვლებს, ხოლო მის ადგილს ფონდში ცოტნე ებრალიძე დაიკავებს.
ცნობისთვის: ცოტნე ებრალიძე ამჟამად საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მმართველი დირექტორია ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით.
გიორგი ბაჩიაშვილი კი, თანაინვესტირების ფონდს მისი დაარსების დღიდან - 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ბაჩიაშვილი დღემდე ფონდის 100%-იან წილს ფლობს.
თანაინვესტირების ფონდში, ჯერჯერობით, ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.
ფონდში საკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია 1tv.ge-მ გაავრცელა. მისი ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.
წყარო: bm.ge