ტაქსის გამოძახების სერვისის „მაქსიმის" სპეციალისტებმა მოამზადეს სტატისტიკა, თუ რა მიმართულებით იძახებენ ტაქსს თბილისში ყველაზე ხშირად.
ყველაზე პოპულარული ადგილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტია. თბილისის მასშტაბით საერთო გამოძახებების 1% ამ მისამართზე მოდის. მეორე ადგილს ავტოსადგური „ოკრიბა" იკავებს — 0,65%-ით. „თბილისი ცენტრალი" კი, გამოძახებების მიხედვით, მესამე ადგილზეა — 0,60%-ით. თითქმის ერთნაირი ვიზიტორები ყავთ „თბილისი მოლსა" და სავაჭრო ცენტრ „ისთფოინთს"- 0,25% და 0,22 %.
პოპულარულ ადგილებს შორის საუკეთესო ათეულში ასევე, მოხვდა: მეტრო «ახმეტელი», მეტრო «ისანი», მეტრო «ვარკეთილი» და იუსტიციის სახლი.
თბილისში ყველაზე პოპულარული ადგილების რეიტინგი:
1. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი — 1,00%
2. ავტოსადგური «ოკრიბა» - 0,65%
3. «თბილისი ცენტრალი» - 0,60%
4. «თბილისი მოლი» - 0,25%
5. მეტრო «ახმეტელი» - 0,24%
6. სავაჭრო ცენტრი «ისთ ფოინთი» - 0,22%
7. მეტრო «ვარკეთილი» - 0,20%
8. თბილისის ცენტრალური ავტოვაგზალი (ორთაჭალა) — 0,16%
9. მეტრო «ისანი» - 0,16%
10. თბილისის იუსტიციის სახლი — 0,15%
„რკინიგზის სადგურები, აეროპორტები და სავაჭრო ცენტრები, ტაქსით მგზავრობის პოპულარული მიმართულებებია, ვინაიდან, ხალხი, როგორც წესი, მგზავრობს ხელბარგით და სწორედ ეს იწვევს ტაქსის გამოძახებების საკმაოდ დიდ რაოდენობას", - განაცხადა თბილისის განვითარების ხელმძღვანელმა, თორნიკე კირკიტაძემ.