"საზღვაო საქმეში ველოდებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას კვიპროსთან"

კვიპროსი შესაძლებელია არ არის უმსხვილესი ეკონომიკა ევროკავშირის, მაგრამ რიგი გარემოებების გამო, ჩვენთვის შესაძლებელია საკმაოდ მნიშვნელოვანი იყოს, - ამის შესახება ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ, კვიპროსის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ქობულია აცხადებს, კვიპროსთან თანამშრომლობა გაღრმავდება საზღვაო სფეროშიც.

„კვიპროსის მხარესთან ტურიზმში ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება შეგვიძლია გავცვალოთ, მაგრამ მე არანაკლებ მნიშვნელობას მივანიჭებდი სხვა სექტორებსაც, მაგალითად, ხელი მოეწერა სოფლის მეეურნეობის დარგში დოკუმენტს, კვიპროსს ამაში აქვს დიდი გამოცდილება. ველოდებით, რომ მემორანდუმი, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი, გახდება საფუძველი უფრო ღრმა თანამშრომლობის. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფერო და ეს არის საზღვაო სფერო. კვიპროსს ჰყავს ძალიან მსხვილი გემების სამენეჯმენტო კომპანიები. საზღვაო საქმეში ველოდებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და მეტ შედეგიანობას“,- განაცხადა ქობულიამ.

კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი საქართველოს გუშინ ეწვია მას მაღალი დონის შეხვედრები აქვს დაგეგმილი, ხვალ კი ქვეყანას დატოვებს.