რეგიონის ქვეყნებში მწვანილის ფასი გასულ კვირას არასტაბილური იყო.
ამის შესახებ East Fruit-ის მიერ ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული. ექსპეტრების ინფორმაციით, ოხრახუშის ღირებულება ყველაზე მეტად საქართველოში გაიზარდა, რუსეთში კი შემცირდა. პროდუქტის ფასი ასევე დაეცა უკრაინაში, ტაჯიკეთში კი 14%-ით გაიზარდა.
რუსეთში მწვანილის ფასი 15%-ით შემცირდა. თითქმის იგივე მაჩვენებელს მიაღწია უკრაინამ და პოლონეთმაც.
ექსპერტების შეფასებით, დღეის მდგომარეობით, რეგიონში ოხრახუშის ყველაზე მაღალი ფასი ტაჯიკეთში და მოლდოვაში ფიქსირდება. კერძოდ, 1 კგ პროდუქტის ღირებულება 3, 42 დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება საქართველოს, როგორც ბაზრის მიმომხილველები აცხადებენ, პროდუქტზე მაღალმა მოთხოვნამ, ექსპორტიორებსა და ადგილობრივ მწარმოებლებს ფასის 25%-მდე გაზრდის საშუალება მისცა. შედეგად, 1კგ ოხრახუშის ფასი 1 დოლარით გაიზარდა.
რაც შეეხება ქინძს, რუსულ ბაზარზე პროდუქტი 28%-ით გაძვირდა და 1კგ-ს ღირებულებამ 6,21 დოლარი შეადგინა, საქართველოში კი 1, 11 დოლარი.