თბილისში, მთაწმინდაზე, იყიდება სახლი, რომლის ღირებულებაც 4 მლნ ლარს (1486 100 დოლარი) შეადგენს.
SS-ge-ზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, სახლის საერთო ფართი 400 კვ.მ-ია.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტრიპლექსის ტიპის სახლის (სამ დონეზე განლაგებული) მეორე სართულზე განთავსებულია ვერანდები.
სახლს აქვს 8 ოთახი (მათგან 6 საძინებელი), 3 სველი წერტილი, ორი მარმარილოს ბუხარი და სარდაფი.
გარდა ამისა, სახლის საკუთრებაშია გარაჟი და სათავსო.