ჩინეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის მარტში იმაზე სწრაფად გაიზარდა, ვიდრე მასალოდნელი იყო. შედეგად კი, ქვეყნის ეკონომიკა 2019 წლის პირველ კვარტალში 6,4%-ით არის გაზრდილი.
აღნიშნული განაპირობა პეკინის ნაბიჯებმა, გაზარდოს მისი ნელა მზარდი ეკონომიკა, მათ შორის იყო გადასახადების შემცირება ისე, რომ არ გაეზარდა ვალები.
მსოფლიო მეორე უმსხვილესი ეკონომიკა ამ დროისთვის მის პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებისა და ამერიკასთან სავაჭრო ომის პირობებშია.
პეკინის პროგნოზით, ჩინეთის ეკონომიკა 2019 წელს 6-6,5%-ით გაიზრდება და ის 2018 წელს დაფიქსირებულზე ნაკლები იქნება.