1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6931 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6931 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6906 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0456 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0404 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0052 ლარი შეადგინა.