გიორგი ქობულია გადადგომის შესახებ ინფორმაციაზე - მე ნუ მეკითხებით, პრემიერი იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და შეგიძლიათ მას მიმართოთ

მე ნუ მეკითხებით, პრემიერი იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა. მინისტრმა ჟურნალისტებს მოუწოდა, ამასთან დაკავშირებით კითხვა პრემიერ-მინისტრს დაუსვან, რადგან მსგავს გადაწყვეტილებებს სწორედ პრემიერი იღებს.

„მაგასთან დაკავშირებით მე ნუ მეკითხებით. ამისთვის არსებობს პრემიერ-მინისტრი, ვინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და მას შეგიძლიათ მიმართოთ,"- განაცხადა ქობულიამ.