ტაქსის მძღოლებმა საპროტესტო აქციების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს

ტაქსის მძღოლების მიერ დაანონსებული პერმანენტული აქციები აღარ იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის წინ შეკრებილმა მძღოლებმა განაცხადეს.

საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, არჩილ არჯევანიძის თქმით, მერიასა და ტაქსის მძღოლებს შორის ყინულის ლღობა დაიწყო და ისინი ვერ ხედავენ ქუჩაში დგომის აუცილებლობას. მისივე თქმით, კახა კალაძესა და მათ შორის მუდმივი კონსულტაციები მიმდინარეობს.

"გვაქვს კონსულტაციები კახა კალაძესთან. ბევრ რამეს მივაღწიეთ და ბევრი დარჩა გადასაწყვეტი, რაზეც გამოთქვამს ბატონი კახა და მერიაც მზაობას, რომ ვითანამშრომლოთ, ამისათვის კი ვიფიქრეთ ბიჭებმა, რომ ძალიან კარგია და სასიამოვნოა, რომ ყინული გალღვა და დაიწყო მოლაპარაკებების პროცესი. არცერთი ვართ ქუჩაში დგომის მომხრე და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ შევწყვიტოთ აქციები," - განცხადა არჩილ არჯევანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ტაქსის მძღოლებმა რამდენჯერმე გამართეს აქცია და მერიის მიერ ამოქმედებულ რეგულაციებს აპროტესტებდნენ.