კომპანია „ეფლი“ საგულდაგულოდ მალავს ყველაფერს, რაც მის ლაბორატორიებში ხდება. მაგრამ ეს წესი არ შეეხება ქალაქ ოსტინში (შტატი ტექსასი) გახსნილ ახალ ლაბორატორიას, სადაც „აიფონის“ მწარმოებელი მეორადი ნედლეულის მიღების ტექნოლოგიებს დაამუშავებს.
ახალი პროცესებისთვის „ეფლი“ რობოტულ ტექნიკას გამოიყენებს. მათი მეშვეობით, ტრეიდ-ინ ფორმატით მიღებული მოწყობილობების (კომპიუტერები, ტელეფონები და სხვა) დაშლისას, ძვირადღირებულ მასალებს (სპილენძს, ალუმინს და კობალტს), რობოტები ავტომატურად შეაგროვებენ.
ცნობისათვის, ოსტინის ლაბორატორიაში მუშაობს „ეფლისვე“ მიერ შექმნილი რობოტი „დაისი“, წლიურად 1.2 მილიონი „აიფონის“ დაშლა-გადამუშავება შეუძლია. ეს ლაბორატორია არის კომპანიის იმ გეგმის ნაწილი, რომელიც წარმოების მთლიანად გადამუშავებულ ან განახლებად მასალებზე გადაყვანას ითვალისწინებს.
„ეფლი“ არ აკონკრეტებს, თუ როდისთვის გეგმავს აღნიშნული გეგმის სრულად ამოქმედებას. თუმცა ცნობილია, რომ „მაკბუკ ეარისთვის“ საჭირო ალუმინს მთლიანად იმ ნახმარი აიფონების გადამუშავების შედეგად ღებულობს, რომლებსაც „ეფლის“ ქსელში, ტრეიდ-ინ სქემით იბრუნებს.