ორი დღის წინ ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და მათ შორის მწვავე საუბარი გაიმართა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ივანიშვილს ქობულიასთან კითხვები ჰქონდა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და მინისტრის პასუხებმა ის არ დააკმაყოფილა და თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ორი კანდიდატურა განიხილება - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილი (თანამდებობა დატოვა 17 აპრილს).