Ryanair-ი მგზავრებისადმი ყველაზე გულგრილი ავიაკომპანიების ხუთეულში მოხვდა

ონლაინ-სერვისმა AirHelp-მა იმ ავიაკომპანიების ხუთეული გამოაქვეყნა, რომლებიც დაგვიანებული რეისების გამო მგზავრებისთვის კომპენსაციის გადახდაზე ყველაზე ხშირად ამბობდნენ უარს.

რეიტინგის შესადგენად ანალიტიკოსებმა შეისწავლეს 2016 წლის 1-ლი იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე გადადებული რეისებზე მგზავრების პრეტენზიების რაოდენობა.

შედეგად გაირკვა, რომ ყველაზე გულგრილი არის ტუნისური ავიაკომპანია Tunisair-ი. 2 წლის განმავლობაში კომპანიამ დაგვიანებულ რეისებზე მიღებული პრეტენზიების 100% არ დააკმაყოფილა. ნეგატიური გადაწყვეტილებების 98%-ით მეორე ადგილზეა რუმინული Blue Air-ი, მესამეზე - ესპანური Iberia, რომელმაც მგზავრების პრეტენზიების მხოლოდ 4% დააკმაყოფილა, 96%-ს კი უარი უთხრა. 96%-ით მეოთხე ადგილზეა ბრიტანული ლოუკოსტერი easyJet-ი.

ყველაზე გულგრილი ავიაკომპანიების ხუთეულში შევიდა ირნალდიური ავიაკომპანია Ryanair-ი, რომელმაც დაგვიანებული რეისებზე მიღებული პრეტენზიების 95%-ის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.

უფრო ადრე, იანვარში ბრიტანულმა ანალიტიკურმა სააგენტომ OAG-მა შეადგინა ავიაკომპანიების რეიტინგი, რომელთაც დაუფიქსირდათ დაგვიანებული რეისების მინიმალური რაოდენობა. ლიდერი პუნქტუალობაში აღმოჩნდა ლატვიური ავიაკომპანია airBaltic-ი, 2018 წლის განმავლობაში 89% რეისებისა გაწერილი გეგმის მიხედვით შესრულდა. მეორე ადგილზე აღმოჩნა ჰოლანდიური ავიაკომპანია KLM.