ნიუ-იორკს თავისუფლად შეიძლება მსოფლიოს ფინანსური დედაქალაქი ვუწოდოთ, მაგრამ ჩინეთი არის ადგილი, სადაც პლანეტის უმსხვილესი ბანკები ოპერირებენ, - წერს CNNMoney.
სარეიტინგო კომპანიის - S&P Global Market Intelligence“-ის („S&P“) უახლესი წლიური ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს ბანკების რეიტინგის სათავაში მყოფი პირველი ოთხი მოწინავე ბანკი ჩინეთშია დაფუძნებული. მიუხედავად სავაჭრო და სავალუტო სექტორში არსებული დაძაბულობებისა, ჩინეთის „დიდ ოთხეულში“ შესული ბანკების ჯამური აქტივები, 2018 წელს, 1%-ით გაიზარდა და 13.8 ტრილიონი დოლარი შეადგინა, - აცხადებენ S&P-მ.
S&P-ის მიერ შედგენილ რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს ჩინეთის ინდუსტრიულ-კომერციული ბანკი, რომელიც კვლავაც ინარჩუნებს მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის ტიტულს. აღნიშნული ბანკი წარმოადგენს ერთადერთ საკრედიტო დაწესებულებას, რომელმაც $4 ტრილიონ დოლარზე მეტი დააგროვა აქტივების სახით — რაც დაახლოებით უტოლდება „Citigroup“-ისა („C“) და „Wells Fargo“-ს („WFC“) ერთად აღებული აქტივების ღირებულებას.
მომდევნო სამი უმსხვილესი ბანკიდან, რომლებიც ასევე ჩინეთში მდებარეობს, თითოეული 3 ტრილიონი დოლარის ღირებულების აქტივების მფლობელია; ეს ბანკებია: ჩინეთის სამშენებლო ბანკი, ჩინეთის სოფლის მეურნეობის ბანკი და ჩინეთის ბანკი.
ამერიკული ბანკების კაპიტალმა მხოლოდ ფინანსური კრიზისის შემდეგ იწყო ზრდა, თუმცა მათ ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი, ჩინეთის ბანკებს რომ დაეწიონ.
S&P-ის მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების რეიტინგის ტოპ-ათეულში აშშ-ში მდებარე მხოლოდ ორი ბანკი — „JPMorgan Chase“ („JPM“) და ამერიკის ბანკი „Bank of America“ („BAC“) — მოხვდა. „JPMorgan“-მა, რომელიც აქტივების სახით 2,6 ტრილიონ დოლარს ფლობს, საკუთარი თავი ამერიკული ბანკების მეფედ გამოაცხადა პარასკევს, მას შემდეგ რაც გამოქვეყნდა მისი რეკორდულად მაღალი მოგება და შემოსავალი.
მეორე მხრივ, „Wells Fargo“ ჯერ კიდევ ცდილობს გაუმკლავდეს მის გარშემო ატეხილი სკანდალის შედეგებს, რომელიც ორ წელიწად ნახევარი გრძელდებოდა. „Citigroup“-მა („C“) გაუსწრო „Wells Fargo“-ს და შეერთებულ შტატებში მესამე ბანკი გახდა, იმ აქტივების ოდენობის მიხედვით, რომელსაც იგი ფლობს.
ჩინეთის ქალაქ ლიუჩჟუში მდებარე შენობას მალე ჩინეთის სამშენებლო ბანკის ფილიალი დაიკავებს, რომელიც მსოფლიოში რიგით მეორე უმსხვილეს ბანკს წარმოადგენს. ჩინეთის სამშენებლო ბანკი 3,4 ტრილიონ დოლარს ფლობს აქტივების სახით - რაც დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარით აღემატება ამერიკის უმსხვილესი ბანკის - „JPMorgan Chase“-ის აქტივების ღირებულებას.
მოამზადეს - მარიამ შავლიაშვილმა, მეგი სუხაშვილმა, მარიამ მაჭარაშვილმა