საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ ქალაქის ურბანული პოლიტიკა სწორი მიმართულებით მიდის და თბილისელების დაკვეთა სრულდება. ეს განცხადება ოგბაიძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, თაბორის მთის ტერიტორიაზე პარლამენტარ ბექა ოდიშარიას კუთვნილი მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის საკითხის განხილვისას, დეპუტატმა განაცხადა, რომ დედაქალაქი მხოლოდ ვერა, ვაკე, საბურთალო და სოლოლაკი არ არის.
„პერიოდი, როდესაც საბურთალოზე ან ვაკეში ერთოთახიანი ბინის ფასად მუხიანში ოთხოთახიანი ბინის შეძენა შესაძლებელი იყო, უნდა დასრულდეს. ფასები თანაბრდება. ჩვენი თანამოქალაქეების დაკვეთა სრულდება და ურბანული პროცესი მოწესრიგებულ, წინასწარ შეთანხმებულ და გენგეგმასთან ჰარმონიაში მყოფ გარემოში გადადის“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.