2019 წელს ტურისტებისათვის შენგენის ზონის ვიზების გაცემა გამარტივდება.
ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცვლილებით ის ტურისტები ისარგებლებენ, რომლებსაც შენგენის ზონაში გადაადგილების კარგი ისტორია აქვთ. ევროკომისიის ამ ინციატივას ევროპარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა, ახლა კი საკანონმდებლო ინიციატივა ევროკავშირის 28-მა წევრმა ქვეყანამ უნდა აღიაროს.
ცვლილების თანახმად, 3 თვის ნაცვლად ტურისტებს განცხადების შევსება 6- თვიან პერიოდზეც შეეძლებათ. ამასთანავე დაგეგმილია მრავალჯერადი ვიზის გაცემა 5- წლიანი ვადით. ევროკომოსიის განცხადების მიხედვით, ტურიზმი ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და მათი აზრით, გამარტივებული სავიზო რეგულაციები ტურისტების რაოდენობის გაზრდას შეუწყობს ხელს.