2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 807.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია.
აქედან ექსპორტი 826.0 მლნ აშშ დოლარს (12.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 981.3 მლნ აშშ დოლარს (4.7 პროცენტით ნაკლები) შეადგენს.
საანგარიშო პერიოდში უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო, რომლის ექსპორტმაც იანვარ-მარტში 135.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; მას მოსდევს - მსუბუქი ავტომობილები 99.1 მლნ აშშ დოლარით; ხოლო მესამე ადგილზეა - ფეროშენადნობები, 95.6 მლნ აშშ დოლარით. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი დაფასოებული მედიკამენტები და ყურძნის ნატურალური ღვინოები ინაწილებენ, შესაბამისად, 52.4 და 49 მლნ დოლარით.
საქართველოს ექსპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ათეულში მოხვდნენ ასევე: აზოტოვანი სასუქები - 35.4 მლნ; მინერალური და მტკნარი წყლები - 29.8 მლნ აშშ დოლარი; სპირტიანი სასმელები - 26 მლნ; სიგარები, სიგარილები და სიგარეტები - 20.3 მლნ და ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 16.6 მლნ აშშ დოლარი.